Author name: fiona-elle-aime

პირველი ვიზიტი საქართველოში

2010 წლის ზაფხული. სალომე, რომელთანაც უკვე რამდენიმე კვირაა, რაც განუყრელად ვარ, უეცრად მთავაზობს, რომ თავის სამშობლოში გავყვე. უყოყმანოდ ვთანხმდები. საერთოდ არ ვემზადები: არანაირი ტურისტული გზამკვლევი, არც ონლაინ რამის მოძიება, არც წინასწარ რამის წაკითხვა. წარმოდგენაც არ მაქვს, სად დავდგამ ფეხს, სრულიად ბრმად მივდივარ. უბრალოდ, ბილეთს ერთი თვით ადრე ვყიდულობ და პასპორტს ვანახლებ. მოგზაურობისთვის არასდროს ვყოფილვარ ასეთი […]

პირველი ვიზიტი საქართველოში Read More »

ბავშვთა საავადმყოფო

ადამიანურად ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მხოლოდ მადლიერება შემიძლია გამოვხატო იმის გამო, რომ ექიმებმა ჩემი ქალიშვილი გადაარჩინეს, მე თვითონ არ მქონდა ამის კომპეტენცია, ამიტომ ბევრი რამ მმართებს მათ. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მოიქცნენ. სამაგიეროდ, რაც შოკისმომგვრელი იყო, თავიდან ვერ შევამჩნიე, ეს იყო დიდებული ეკლესია, რომელიც პირდაპირ მოპირდაპირედ იდგა… ნამდვილი ოაზისი… შესანიშნავი ადგილი, სადაც მცენარეულობა მწვანეა, მღვდლებიც კი

ბავშვთა საავადმყოფო Read More »

ქართველ ქალთან შეხვედრა პარიზში

პარიზის სახურავების ქვეშ გადამწყვეტი შეხვედრა ამ ჩვეულებრივ ადგილას, რომლის არც დეკორი მომწონდა და არც ადგილმდებარეობა, ხუთი წლის განმავლობაში დავდიოდი. თუმცა, ჩემი მეტამორფოზა სწორედ აქ დაიწყო. ნელ-ნელა. ეს ბანალური ადგილი ჯადოსნურ შეხვედრებს მიმზადებდა, რომლებსაც ყველაზე ნაკლებად ველოდი. ერთი ჩვეულებრივი პიცერია ბულონში, რესტორნების ქსელი, სადაც აჩქარებული კლიენტები ცუდად იკვებებიან და ელიან, რომ მათ მეფურად მოექცევიან. ვგიჟდები ასეთ

ქართველ ქალთან შეხვედრა პარიზში Read More »

პარიზში დაბრუნება — შეჩერებული მომენტი

2024 წლის მაისში 3 თვით პარიზში აღმოვჩნდი. 8 თვის ფეხმძიმე საფრანგეთში ჩემი მესამე შვილის გასაჩენად ჩავედი. ყველანი ჩვენი ოჯახის პატარა სასიხარულო სიურპრიზის შესახვედრად გავემგზავრეთ. ამის შემდეგ უკვე სრული შემადგენლობით დაკომპლექტებული ვიქნებოდით. ამჯერად წონაში უფრო მოვიმატე, ვიდრე პირველი ორი ორსულობისას. მუცელი საკმაოდ მრგვალი მაქვს, ზაფხულია, ძალიან ცხელა და ჩემს ფიზიკურ მდგომარეობაში ეჭვს ვერავინ შეიტანს. ჯერ კიდევ

პარიზში დაბრუნება — შეჩერებული მომენტი Read More »

Scroll to Top