პატარა კატა მოკვდა

   შეიძლება ითქვას, რომ საკმაო დრო დამჭირდა იმისთვის, რომ თბილისის, დედაქალაქის ქუჩებში ამდენი მიუსაფარი ცხოველის დანახვას შევჩვეოდი. მაწანწალა ძაღლის დანახვაც კი გულს მიკლავდა. განსაკუთრებით მათი, რომლებიც უპატრონოები, ჭუჭყიანები, ზოგჯერ ავადმყოფები და გამხდრები, წვალებით ცდილობდნენ საკუთარი თავის გამოკვებას ყველაფრით, რასაც კი იპოვიდნენ. ყოველდღიურად მათთან შეხვედრისას ხანდახან ცრემლები ჩუმად მიგორდებოდა ლოყებზე.

  საქართველოში ყოფნის პირველ წელს საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ამ ცხოველებისთვის ასოციაციას დავაარსებდი, რაღაცას მოვიმოქმედებდი, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო, რომ ემოციურად ამას ვერ გავუძლებდი, რომ უნდა მემოქმედა. ეს გადაუდებლობის განცდა საბოლოო ჯამში საკმაოდ ეგოცენტრული იყო — იმისთვის, რომ სევდაში არ ჩავძირულიყავი. ეს საკითხი გამოვიკვლიე, სხვადასხვა ჯგუფში გავწევრიანდი; ხალხი ნამდვილად მოქმედებს, თუმცა ყველაფერი ძალიან გაფანტულია.

   არც თუ ისე იშვიათად ცხოველები უკან მომყვებოდნენ. ერთხელ, ერთი ძაღლი ავტობუსამდე გამომყვა და დავინახე, როგორ დაიკეტა ავტობუსის კარი მის ცხვირწინ, თითქოს ჩემი ახლობელი ყოფილიყო. ერთმანეთი მანამდე გავიცანით, თამაში უნდოდა და თათებს მადებდა, მე კი თავზე ვეფერებოდი. ამ დროს, გაჩერებაზე მჯდომი ახალგაზრდა ქალი ზიზღით წამოდგა. ცოცხალი არსება ცოცხალი არსებაა და რამდენიმე ბაქტერიის გამო მათგან დისტანციას არ დავიჭერ. ვინ გვგონია ჩვენი თავი, როცა ვფიქრობთ, რომ ჩვენ უფრო სუფთები ვართ, ვიდრე თვითონ ბუნება?

  იმ პერიოდში კილოგრამობით ძაღლის საკვებს ვყიდულობდი, რომელსაც ყოველთვის თან დავატარებდი და როგორც კი რომელიმეს გადავწყდებოდი, მაშინვე ვაჭმევდი. ამის გაკეთება ჩემს ქალიშვილებთან ერთად მიყვარდა, რომლებიც სიამოვნებით ერთვებოდნენ ამ საქმეში. ხანდახან ძაღლებს არც კი შიოდათ, რადგან სხვებისგან უკვე დაპურებულები იყვნენ, მე კი გაოგნებული ვრჩებოდი იმით, რომ ჩემი ჟესტი მათ ოდნავადაც არ აინტერესებდათ. ქალაქში ადამიანების უმეტესობა მათ აჭმევს, ისინი შიმშილით არ კვდებიან, თუმცა მათი ფიზიკური მდგომარეობა და მათი წანწალია ის, რასთან შეგუებაც დღემდე მიჭირს.

   ერთადერთხელ მოხდა, რომ თავი უსაფრთხოდ ვერ ვიგრძენი: სკოლის გზაზე მე და ჩემს შვილებს ერთი ძაღლი აგვედევნა და ჩემს გოგოებს ნამცხვარი ხელიდან გამოსტაცა. ძაღლი გვიყეფდა და ფეხდაფეხ მოგვყვებოდა. დავიძაბე, სიმშვიდე შევინარჩუნე, მაგრამ ბავშვების გამო მაინც ფხიზლად ვიყავი. ამ მოზღვავებული ენერგიის გარდა, ძაღლს აგრესია არ გამოუვლენია და არც უკბენია ჩვენთვის. ბოლოს სხვა რამეზე გადაერთო, სხვა მსხვერპლი, სხვა გამვლელი, იპოვა და თავისი ოინები გააგრძელა.

  ერთადერთი ძაღლი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე თავს დამესხა, თბილისში, ვაკეში იმყოფება — პრესტიჟულ უბანში. მისი მისამართი დღემდე მახსოვს. პატარა ნაძირალა. ამ ძაღლს საკუთარი ეტლიც კი აქვს, ორაგულის კრეკერებით იკვებება, დერეფანში თავისი პატარა ოქროსფერი ჯამი უდგას და მას მთელი დღე ეფერებიან. თუმცა, როდესაც ჩემს მოსწავლესთან პირველ კერძო გაკვეთილზე მივედი, კარის მიღმა ყეფა მომესმა, კარი გაიღო, მე დავიხარე... „ოჰ, რა საყვარელია!“ — წამოვიძახე და სწორედ ამ დროს, ის ჩემკენ გამოექანა და მთელი ძალით წვივზე მიკბინა! ამ საძაგელმა სისხლი მადინა. იმ ოჯახში ჩემი შესვლა ნამდვილად შთამბეჭდავი გამოდგა. აშკარაა, ბურჟუებთან საერთო ენის გამოსანახად არ ვარ გაჩენილი, მაშინაც კი, როცა ისინი ძაღლის ჯიშისანი არიან. ეს ძაღლი ერთადერთი ცხოველია, რომლის წამებაზეც დღემდე ფარულად ვოცნებობ.

   საფრანგეთში ძაღლი არ გვყოლია, მაგრამ ამაგიეროდ გვყავდა კატა. ამ კატასთან ერთად უამრავი თავგადასავალი გადაგვხდა თავს. ირველ რიგში, ის სრულიად შემთხვევთ ავიყვანეთ: კოლეგამ მთხოვა, მისი კატისთვის ცოტა ხნით მომეარა და მას შემდეგ მას აღარც მოაკითხა. კატა მთელ დროს იმის ჩვენებაში ატარებდა, რომ რაც შეიძლება მალე სურდა ჩვენგან გაქცევა და მეც ერთი თვის შემდეგ ეს თავისუფლება მივანიჭე: „მართლა გარეთ გინდა გასვლა? აი, კარი ღიაა...“ რამდენიმე დღის შემდეგ ის თავისით დაბრუნდა და ოფიციალურად ჩვენი „შუშუ“ გახდა.

   შუშუმ რამდენჯერმე პოლიციის ანყოფილებაში და ვეტერინარულ კლინიკებში ამოყო თავი, რადგან ხალხს, რომელიც არაა იჩვეული გარეთ ცხოველის ნახვას, ის თავისი ინიციატივით მიყავდა ამ დაწესებულებებში — ეგონათ, რომ ჩვენი კატა დაკარგული იყო... თავიდან ეს ძალიან საყვარელი საქციელი გვეგონა, ვიდრე სისტემატური არ გახდა; ასეთი რამ ათჯერ მაინც მოხდა! „დაანებეთ თავი ამ კატას, ის თავისუფალია! თავისი საუკეთესო ცხოვრებით ცხოვრობს!“ — ეს ფრაზა პარიზულ ყოფაში ვერაფრით ჯდებოდა. ორი დღით გაუჩინარდებოდა ხოლმე, სანამ დამირეკავდნენ, რომ წასაყვანად მივსულიყავი, თან მოაყოლებდნენ: „ყურადღებით იყავით, ფანჯრები დაკეტეთ, შეიძლება მანქანამ გაიტანოს“. ერთი საათის შემდეგ კი ის ისევ ქუჩაში იყო.

   პირველ სართულზე, ფანჯრის მინაზე სპეციალური ასასვლელი გავაკეთეთ და ისიც პრინცივით შედიოდა და გამოდიოდა. კონკურენტები არ ჰყავდა, უბნის მეფე იყო, მეზობლებმა მისი სახელიც კი იცოდნენ (მე კი ჩემს მეზობლებსაც არ ვიცნობდი! როგორ გავრცელდა ეს ამბავი, ნუ მკითხავთ...). შუშუ ნამდვილი ვარსკვლავი იყო. ფოტოებს უღებდნენ, ბავშვები კი ვიროდნენ: „ოჰ, კატა!“, როცა ჩემი კატა ასფალტზე ზურგის მოსაფხანად ოტრიალობდა. მისი პოპულარობა ძალიან მამხიარულებდა.

   ახლა კი წარმოიდგინეთ ჩემი განცვიფრება, როდესაც 2022 წლის ნოემბერში, მაშინ, როცა თბილისში პირველი თოვლი მოვიდა, სქელ თეთრ ქურთუკში ჩაფუთნული, ტროტუარზე აკანკალებულ პატარა შავ კატას ვხედავ. ის უძრავად ზის. ვუახლოვდები, ვაპირებ დაველაპარაკო და შევპირდე, რომ მალე საჭმლით დავბრუნდები, შუშუს მოვპარავდი რამდენიმე კრეკერს, მაგრამ ის არ მაცლის და პირდაპირ ზედ მახტება. კნავის, სწრაფად მაცოცდება და ქურთუკში მიძვრება გასათბობად. ამ დროს ვხვდები, რომ არ შემიძლია მისი ასე დატოვება, ამიტომ დაუფქირებლად თან მიმყავს.

   კართან მისული, ჩემს პარტნიორს ვახარებ: „პრობლემა გვაქვს!“ ის ჯერ კიდევ შორს არის, მხიარული ხმა აქვს და აშკარად არ მიჯერებს. ზღურბლზე ვდგავარ, კატა ხელში მიჭირავს. როდესაც ბოლოს და ბოლოს მიახლოვდება, სახის გამომეტყველება ეცვლება. „არა, ფიონა, ეს კატა არ მინდა!“, იძახის აშკარად უკმაყოფილო. მისი ხმა მტკიცეა, მაგრამ მისი გულის ამბავი ვიცი: დახმარებაზე უარის თქმას ვერ შეძლებს. მშვიდად, უძრავად ვდგავარ. ვიცი, რომ ეს ბრძოლა მან უკვე წააგო. ფომალურად მეუბნება: „ძალიან კარგი, შენ თვითონ მარტომ მიხედე, შენი კატაა. მე მასზე არ ვიზრუნებ“. და მაინც, სწორედ ჩემი მეუღლეა ის, ვინც იმავე წამს გარბის შამპუნის საყიდლად, რადგან კატას საშინელი სუნი ასდის და თან ჩემს თეთრ ქურთუკზე ყველგან თათების კვალი დატოვა — აშკარად პირდაპირ ნაგვის ურნიდან იყო ამომძვრალი. ის ისევ ხელში მიჭირავს, არ ვუშვებ.

   ჩემი პარტნიორი საბოლოოდ მთანხმდება. ახლა იგივე ფსიქოლოგიური სამუშაოების ჩატარება შუშუსთანაც მომიწევს. რამდენიმე დღის განმავლობაში ეს პატარა კატა სულ თან დამყვება. მასზე ვზრუნავ და ისიც ნელ-ნელა ძალებს იკრებს, თუმცა მაინც სუსტადაა. სახელს ვუძებნი. ხშირად ჩიტივით მხარზე მაჯდება. მას ვეჩვევი. ჩემი ონლაინ- აკვეთილების დროს მუხლებზე მიზის, ყველგან უკან მომყვება. სახლში ხალშობილივითაა; ღამით თავისი კნავილით მაღვიძებს. ჩემი კატა კი, თავის მხრივ, მას იშორებს, თუმცა აგრესიას არ იჩენს. ვიცი, რომ ახალი მეგობარი მყავს. ის სრულად ვიშვილე და საკმაოდ ვამაყობ ამით. ერთი მაინც გადავარჩინე.

   ერთი კვირა გადის. ერთ დილას ვვგრძნობ, ომ ის ჩვეულებრივზე უფრო სუსტადაა; არბაცებს და შენელებულად მოძრაობს. დროა, ეტერინართან წავიყვანო. ჩემს მეუღლეს ვაფრთხილებ, რომ დღეს ამას ვეღარ ავცდებით. ძლიერი ინტუიცია მაიძულებს, ვინერვიულო. ასეთი სუსტი ის არასდროს მინახავს და ნამდვილი პანიკა მიპყრობს. ჩემი მეუღლე მამშვიდებს. მას ადრეც უნახავს ცხოველების სიკვდილი და მეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა მეთანხმება, რომ სპეციალისტთან ონსულტაციის დროა.

   მანქანაში, ვეტერინარისკენ მიმავალ გზაზე, პატარა კატა ხელში მიჭირავს და ვგრძნობ, რომ ის სულ უფრო და უფრო ცუდად ხდება. საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ გაძლებს, რომ მისვლამდე მხოლოდ რამდენიმე წუთი დარჩა. „გემუდარები, ოღონდ გაძლოს!“ — ამჯერად სიცოცხლე ჩემს მხარეს უნდა იყოს. მოულოდნელად ვხედავ, როგორ ეწყება კრუნჩხვები ჩემს მკლავებში, სხეული ეძაბება და სიკვდილს ებრძვის. „არა, არა, არა!“ — ვევედრები მთელი ძალით. ჩემს პარტნიორს ვთხოვ, სიჩქარეს მოუმატოს, არ შენელდეს. უცებ კატის სხეული სრულიად დუნდება, თავი უკან გადაუვარდება და ვხვდები, რომ ის უკვე წავიდა. კატა ჩემს ხელებში მოკვდა. არ მინდა დავიჯერო; ვფიქრობ, რომ ერთი ნემსით ან მკურნალობით ვეტერინარები მაინც შეძლებენ მის გადარჩენას. არ ვარ მზად იმის მისაღებად, რაც ხდება...

   ათი წუთის შემდეგ ადგილზე ვართ. სერგის კატა ხელში აჰყავს და მანქანის კარს კეტავს. მანქანაში მარტო დარჩენილი, აცრემლებული ვლოცულობ. ის ბრუნდება, დამძიმებული სახით, კატა ისევ მკლავებში უწევს და ყველაფერს ვხვდები. როგორც კი დავბრუნდებით, ეზოში დავმარხავთ. იმ დღეს უზომო ბრაზს ვგრძნობ. განრისხებული ვარ. ანრისხებული ვარ აქ ყოფნის გამო; იმის ამო, რომ მისი გადარჩენა ვერ შევძელი; ანრისხებული ვარ მთავრობაზე, რომელიც ამ პრობლემას არ აგვარებს; მათზე, ვინც მას გვერდით ისე ჩაუარა, რომ ვერც კი შეამჩნია; განრისხებული ვარ იმ ულგრილობის გამო, რომელსაც ხალხი საბრალო მდგომარეობაში მყოფი ცხოველების მიმართ იჩენს; განრისხებული ვარ თავად სიკვდილზე! არ მჯერა, რომ ვმარხავ კატას, რომელიც სულ რაღაც ერთი საათის წინ ჩემთან, სახლში ცხოვრობდა. ვეღარაფერს ვიგებ. სახელის დარქმევაც კი ვერ მოვასწარი. რა სიმწარეა! ეს პატარა კატა მოკვდა და მე ვერაფერი შევძელი...  furieuse contre la mort elle-même ! Je n’arrive pas à croire que j’enterre un chat qui vivait chez moi il y a à peine une heure. Je ne comprends plus rien. Je n’ai pas eu le temps de lui trouver un nom. La rage ! Ce petit chat est mort et je n’ai rien pu faire…

2 მოსაზრებები “Le petit chat est mort…”

  1. Quelle histoire bien émouvante, et malgré tout bien belle aussi! Car oui, pour ce petit chat qui a eu une vie trop courte, il sera parti en se sachant aimé, cajolé, au chaud et bien nourri! Il a eu une belle fin de vie, grâce a toi 🥰

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Scroll to Top