კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ექსპატის ცხოვრებაში!
გამარჯობა !
უღრმესი მადლობა დაინტერესებისთვის.
კომუნიკაცია, ენები და წერა ჩემი გატაცებაა. შესაბამისად, შინაგანი ენერგია თუ ინსტინქტი მუდამ ადამიანებისკენ მიბიძგებს, იმისათვის, რომ უკეთ გავიგო მათი, გვერდით დავუდგე და, საბოლოო ჯამში, დავაფასო ის, რაც მათში განსაკუთრებულია.
მე ფრანგული ენის მასწავლებელი და მწერალი-ბიოგრაფი ვარ. ოთხი წელია, რაც თბილისში, საქართველოს დედაქალაქში ვცხოვრობ, ჩემს პარტნიორთან და ჩვენს სამ არაჩვეულებრივ გოგონასთან ერთად.
დიდი ენთუზიაზმით მინდა ჩემი ისტორიის ერთი პატარა მონაკვეთი გაგიზიაროთ: ის მიზეზები, რამაც აქამდე მომიყვანა.
მინდა გაგიზიაროთ ჩემი, როგორც მიგრანტის, ცხოვრების კულისები: ის, რაც მაკვირვებს ხოლმე, ჩემი აღმოჩენები, კულტურული შოკი და ის მრავალი რამ, რაც ამ კულტურაში შემიყვარდა — კულტურაში, რომელიც ასე განსხვავებული, მაგრამ ამავდროულად ჩემსასთან საოცრად ავსებადია.
აქ შელამაზებულ ლაპარაკს ვერ შეხვდებით. ჩემი მიზანი ვინმეს შოკირება არ არის, მაგრამ არც პირფერობას ვაპირებ. ვაფასებ ლწრფელობას და ავთენტურობას, ამიტომ ვეცდები, ჩემი აზრი ყოველგვარი ფილტრისა და თვითცენზურის გარეშე გამოვხატო — იმ დიდი სიყვარულით, რაც ამ ორი მშვენიერი კულტურის მიმართ მაქვს.
ფრანკოფონებს, რომელთაც სურთ მეტი გაიგონ ქართულ კულტურაზე, საქართველოში მცხოვრებ ფრანგებს, რომელთაც სურთ სხვა ემიგრანტთან თავიანთი გამოცდილების გაზიარება და ქართველებს, რომელთაც უცხოელის თვალით დანახული საკუთარი ქვეყანა აინტერესებთ — ყველას გეპატიჟებით, წაიკითხოთ ეს სტრიქონები და აღმოაჩინოთ, როგორ იპოვა ერთმა პარიზელმა ქალმა აქ თავისი ადგილი.
აბა, მოდი, გენაცვალე, ნება მომეცი, გიამბო ყველაფერი, რაც თავს გადამხდა!
